LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საზოგადოება, რომელიც 100-კაციან სელფებს იღებს, ლაივ ვიდეოებს დებს ბათუმის გადაჭედილი კლუბებიდან, ექიმებს მორალს უკითხვას”

396
pjimage (3)

ექიმი დერმატოლოგი ნატა კორსანტია სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს ეხმაურება, ვინ ჩაქვში, სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისში” გამართულ კონფერენციაზე 400 ექიმის შეკრებას აკრიტიკებენ.

როგორც ექიმი წერს, კონფერენციაზე, ღია ცის ქვეშ მხოლოდ 50 ექიმი შეიკრიბა, საზოგადოების დიდი ნაწილი კი ყოველდღიურად არღვევს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილ რეკომენდაციებს.

,,ვკითხულობ და ვერ ვიჯერებ… 400 ექიმი ერთ სასტუმროში… როგორ მოუვიდათ აზრად იქ ჩასვლა” – გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

 

“ქართული საზოგადოება, რომელიც გუშინ ექიმებს ტაშს უკრავდა, დღეს ხელს იშვერს და მორალს უკითხავს!
საზოგადოება, რომელიც თვითონ 100 კაციან სელფებს იღებს დენდროლოგიური პარკიდან, კილომეტრიან საცობებს ქმნის, და ღია ცის ქვეშ 50 ექიმის შეკრება უკვირს!
საზოგადოება, რომელიც ყოველდღე ლაივ ვიდეოებს დებს ბათუმის გადაჭედილი დახურული კლუბებიდან და ფანჩატურში კონფერენცია აწუხებს!
ქართული საზოგადოება, რომელმაც უნდა გადაუწყვიტოს ექიმს, სად იყოს, სად იმუშაოს, როგორ იმუშაოს, სად დაისვენოს, როგორ დაისვენოს, ან საერთოდ დაისვენოს კი?
საზოგადოება, რომელიც სალონში 100 ლარს ტოვებს, და ექიმთან 50 ლარის გადახდა არ უნდა!
საზოგადოება, რომელიც თვითონ მშვენივრად ისვენებს გადაჭედილ სასტუმროებში, ბასეინების გარშემო ნებივრობს და ექიმებს დასცინის, გასარუჯად წავიდნენო!
საზოგადოება, რომელიც ვერ წავიდა “ევროპებში”, ვერ დაჩექინდა, ნიუზ ფიდი გაუცარიელდა და მიზეზს ეძებს ცინიკური, მაგრამ აქტუალური პოსტი დადოს, მერე რა, რომ არც იცის რეალურად რა ხდება!
საზოგადოება, რომლისთვისაც 400 ექიმი უფრო შოკისმომგვრელად ჟღერს, ვიდრე რეალური 100!
საზოგადოება, რომელიც, ღმერთმა დაიფაროს, გაჭირვების დროს სწორედ იმ ექიმს მიადგება, რომელსაც დღეს ასე ლამაზად განიხილავს.
სურათზე ჩაქვის კონფერენცია, ბოდიში, 400 ექიმი ვერ ჩავტიე”, – წერს ნატა კორსანტია.

https://www.facebook.com/natalie.ko.16/posts/10221301346216904

შეგახსენებთ, ჩაქვში გამართულ კონფერენციაში მონაწილე  ერთ-ერთ კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, კონფერენციაზე სხვადასხვა პროფილის 400-მდე ექიმი იღებდა მონაწილეობას. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ექიმების შეკრება უპასუხისმგებლო ქცევად შეაფასა.

სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისში” ეპიდემიოლოგები მუშაობენ, სტუმრებს ტესტირება უტადებათ.

მაია ბუწაშვილი: “თუ ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, ეს ხალხის ბრალი არ იქნება”

magti 5g