თბილისის ისტორიის მუზეუმში გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის მესამე მიღების ჯგუფის შემაჯამებელ გამოფენა გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 9 მოსწავლის: ქეთევან გუნიას, აჩიკო შამახიას, ქეთევან ნიკოლაძის, მარიამ ხარაიშვილის, გიორგი გორგიაშვილის, თათია მოდებაძის, ელენე რუხაძის და კატო გელაშვილის მიერ შესრულებული სცენოგრაფიული პროექტები და ინსტალაციები, რომელზეც სკოლის მოსწავლეები ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდნენ ბატონ გოგი ალექსი-მესხიშვილთან და სკოლის მასწავლებლებთან (შოთა ბაგალიშვილი, მერაბ მერაბიშვილი, ქეთი შავგულიძე, ლუკა მიქელაძე და ნანა კუკულაძე) ერთად. სკოლაში ისწავლება მუშაობა სამ განზომილებაში, თეატრალური კოსტიუმი და კონსტრუირება, პიესაზე, მაკეტზე და სივრცესთან მუშაობა, თეატრალური ტექნოლოგია და თანამედროვე ხელოვნების ისტორია.