LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება უნდა იცნობდეს ამ ადამიანს – ვინ არის ბიჭი, რომელმაც 15 წლის ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა

176
irakli oniani

მდინარე წყალწითელაზე ირაკლი ონიანმა 15 წლის ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა. ინფორმაციას „სენაკის ქრონიკა“ ავრცელებს და ირაკლი ონიანის ფოტოებს აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ ასეთ გმირებს საქართველო უნდა იცნობდეს.

„საქართველოს საზოგადოება უნდა იცნობდეს ამ ადამიანს, რომელმაც 15 წლის ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა – ირაკლი ონიანი.

11 ივნისს წყალწითელაზე ირაკლი ონიანმა და მისმა მეგობრებმა. მათ დროულად მოახერხეს ბავშვის ამოყვანა მღვრიე წყლიდან.

ბავშვი დაახლოებით 5 წუთი იმყოფებოდა წყლის ქვეშ, მაშინ როდესაც ყველას მკვდარი ეგონა ბავშვი, ირაკლი მაინც არ დანებდა და დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა მას.

აუმუშავა პულსი, სასწრაფოს მოსვლამდე ამოასუნთქა ბავშვს. შედეგად დროულად მოხდა მისი გადაყვანა რეანიმაციაში და რამდენიმე დღეების ბრძოლის შემდეგ ბავშვი გონზეა და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის“. – ვკითხულობთ „სენაკის ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g