გამოჩენილ ქართველ მევიოლინეს, ლიანა ისაკაძეს 7 ივლისს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ვირტუოზი მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა
ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს 6 ივლისს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს.
მუსიკოსს 7 ივლისს, 14:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან გამოასვენებენ. მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.