LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებაში არის გარკვეული კითხვები, რასაც მინდა პასუხი გავცე. ეს იქნება მხოლოდ ერთხელ

7

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დიუეტი” დათო კენჭიაშვილი მიხეილ წითელაშვილთან და მახო რეხვიაშვილთან ერთად ესტუმრა.


როგორი იყო 2016 წელი შენთვის?

ახალი წლისთვის მეც ისევე ვემზადები როგორც სხვა დანარჩენი ქართული ოჯახები. აღმოსავლური კალენდარი ნაკლებად მაინტერესებს, რისი წელიც არ უნდა იყოს, ის ნაყოფიერი და პროდუქტიული უნდა იყოს. მინდა, რომ ჩემი სტუდიის ბავშვებისთვის წარმატებული იყოს 2017 წელი.


რას ელი ახალი წლისგან?

ახალი წლისგან ველი იმას, რასაც ღმერთი მოგვცემს. მინდა, რომ კარიერაში მქონდეს მნიშვნელოვანი წინსვლა. სრულიად საქართველოს მე და ჩემი მეგობრები ვულოცავთ შობა ახალ წელს,
ყოფილიყოს ბევრი ბედნიერებისა და სიყვარულის წელი. მინდა ყველა მუსიკოსს ვუსურვო კარგი წელი, ბევრი ლამაზი სიმღერა, ახალი და კარგი პროექტების გაკეთება. ყველას უდიდეს
პატივს გცემთ, ყველა მიყვარხართ.


სამომავლო გეგმები?

მიშა: – ვფიქრობ, რომ 2017 წელი ჩემთვის ნაყოფიერი იქნება და მსმენელებისთვის ახალ კომპოზიციებს შევქმნი. ვიმედოვნებ, 2017 წელი წარმატებული იქნება არა მხოლოდ კარიერის მხრივ,
არამედ ზოგადად, კარგი წელი იქნება. სრულიად საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელს.

მახო: – 2017 წელს იგეგმება ბევრი კარგი რამ დათოსგანაც და მიშასგანაც. იქნება ბევრი ლამაზი სიმღერა, ახალი პროექტები და ჩვენ მსმენელს ბევრ სიურპრიზს ვპირდებით. წარმატებისა და სურვილების ახდენის წელი ყოფილიყოს, ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს.

დათო: – ექსკლუზივი მინდა გაგიმხილოთ, სრულიად სხვა ჟანრში ვიმღერებ. საზოგადოებაში არის გარკვეული კითხვები, რასაც მინდა პასუხი გავცე. ეს იქნება მხოლოდ ერთხელ, ჩაიწერება
სიმღერა სოულის ჟანრში.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ, რომელის სახელწოდებაა ”ისევ და ისევ”…

მუსიკა ჩემია, არანჟირების ავტორია მალხაზ რეხვიაშვილი, ტექსტი კი ერთობლივია. კარგი და თბილი სიმღერა გამოვიდა და იმედი მაქვს მსმენელი შეიყვარებს და გულთან ახლოს მიიტანს. მინდა ალუდა ჯანაშვილი ავღნიშნო, რომელმაც დაუკრა.

დათო კენჭიაშვილი – ისევ და ისევ

AudioDATO KENCHIASHVILI – ISEV DA ISEV

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiokenchia1


ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები