LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებაში პროკურატურის ნდობა ყოველწლიურად იკლებს – ანა დოლიძე

70

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე მთავარ პროკურატურასთან მივიდა. მან შეკრებილ საზოგადოების მიმართა, მოკლული დათო სარალიძის მამას სოლიდარობა გამოუცხადა და პროკურატურა გააკრიტიკა.

„ჩვენ აქ ვიდექით 15 წლის წინ იმისთვის, რომ დანგრეულიყო სისტემა. ეს ხალხი აქ პირველად კი არ მოვიდა. ფაქტია, რომ უზარმაზარი კითხვისნიშნები რჩება და ახლა უცხოეთიდან უნდა ჩამოვიდნენ პროკურორები, რომლებმაც ყველაფერი თავიდან უნდა აუხსნან და მათ უნდა გაგვცენ ჩვენ პასუხები, რა მოხდა სინამდვილეში ხორავას ქუჩაზე. ეს არის ამ უწყების თვითკაპიტულაცია. მე ვფიქრობ, აქ წერტილი დასმულია პროკურატურის ნებასთან და კომპეტენციასთან დაკავშირებით. თქვენ ხედავთ, საზოგადოებაში ამ სტრუქტურის ნდობა ყოველწლიურად იკლებს,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g