LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საზოგადოების ნაწილმა ალბათ, არ იცის…“ – რატომ გადასწერა თამრიკო ჭოხონელიძემ პირჯვარი დისტრიბუციის მანქანას

333
მარიამ როინიშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე

მომღერალმა მარიამ როინიშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემაში „შუადღე“ დედის, მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქრის­ტი­ა­ნულ ცხოვრებაში გა­რეგ­ნულ წეს-ჩვე­უ­ლე­ბას, პირჯვრის გადასახვას თამრიკო ჭოხონელიძე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ საკითხზე საუბრისას მარიამ როინიშვილმა კურიოზული შემთხვევა გაიხსენა, რაც მომღერალს გადახდა.

„საზოგადოების ნაწილმა ალბათ, არ იცის, თამრიკოს აქვს ასეთი ჩვევა – პირჯვარს სწერს სასწრაფოს მანქანას, შემთხვევით ვერ გადაიფრენს თვითმფრინავი, თუ დაინახავს, თამრიკო აუცილებლად მასაც გადაწერს პირჯვარს, ამ დროს აქვს შეგრძნება, რომ ყველაფერი კარგად არის, თვითმფრინავი მშვიდობიანად ჩაფრინდება, ის, ვინც სასწრაფოს გადაჰყავს, კარგად იქნება და ა.შ

ერთხელ, ვარაზისხევში საჭეს მართავდა [თამრიკო], დავინახე სასწრაფოს მანქანა უკან როგორ მომადგაო, უხერხულად ვიყავი და ვერ მოვახერხე, მე როგორც მჩვევია ისე გადამეწერა პირჯვარიო, მთელი ძალით გადავიწიე ფანჯრისკენ და ასე გადავწერე პირჯვარიო და დავინახე, რომ დისტრიბუციის მანქანას გადავწერე პირჯვარიო, არაფერ შუაში იყო, ძალიან მომერიდაო…“

თამრიკო ჭოხონელიძე და ცრურწმენა

🤭 რატომ გადასწერა თამრიკო ჭოხონელიძემ პირჯვარი დისტრიბუციის მანქანას? – მარიამ როინიშვილი გვიამბობს #შუადღელაივი #ტვპირველი #ცრურწმენა #თამრიკოჭოხონელიძე #კურიოზი

Posted by შუადღე Live • Shuadge Live on ორშაბათი, 23 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g