LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოების ზეწოლამ და მათ შორის ქვეყნის გარედანაც, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილებაში: დავით კირკიტაძე მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე

96
kirkitaze (2)

„ნაციონალური მოძრაობის წევრი“  დავით კირკიტაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა “ვივა-მედში” გადაყვანის საკითხს დადებითად აფასებს.

როგორც კირკიტაძე აღნიშნავს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლევების პასუხები საჯარო გახდეს. ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.

“მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე “ვივა – მედში” შემდეგი პირობებით” – რა პირობებს ასახელებს სააკაშვილი

“ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. მდგომარეობა იმდენად მძიმეა და თვალხილული, ადვილად მისახვედრი იყო, რომ ხელისუფლებას მოუწევდა ამ ნაბიჯის გადადგმა.

საზოგადოების ზეწოლამ და მათ შორის ქვეყნის გარედანაც, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილებაში, მათ მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება.

ამ ხელისუფლების ნდობა არ მაქვს, მათი მიზანი სააკაშვილთან დაკავშირებით გაცხადებული აქვთ დ სურთ ამ ადამიანის ფიზიკური მოკვდინება და მიყვანა იმ ზომამდე, რომ ის არ იყოს ცოცხალი.

ჩვენ მათ არ ვენდობით. მიგვაჩნია, რომ ახლა კლინიკა ვივა – მედის ექიმები და სამედიცინო პერსონალი არ უნდა იყოს გამოყენებული ამ მიზნების შესასრულებლად და შემდეგ პასუხისმგებლობისთვის თავის ასარიდებლად. მნიშვნელოვანი იქნება, რომ მისი გამოკვლევის პასუხები გახდეს საჯარო. ამ პროცესში უნდა ჩაერთონ: ცენტრ “ემპათიის” წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და ის საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც მსგავსი ტიპის შემთხვევები ჰქონიათ და აქვთ პოზიტიური გამოცდილება”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ:

დღეს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივამედში” გადაყვანა შესთავაზა. 

დღესვე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, მესამე პრეზიდენტი თანახმაა, რომ მომდევნო დღეებში კვლევების ჩასატარებლად “ვივამედში” გადავიდეს.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

ძალიან კარგია და კმაყოფილი ვარ, თუმცა ამ დაავადებებს აქ არაფერი ეშველება და აუცილებლად დასჭირდება შემდგომი მკურნალობა საზღვარგარეთ: გიული ალასანია

ყოველ ნახვაზე უარეს მდგომარეობაშია, ამ ეტაპზე პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს გადასვლა: ედუარდ სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g