LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებისთვის საშიშ ზურაბ ზვიადაურს, გირაოს ფასად ათავისუფლებენ და ლევან ზურაბიშვილს, რომლის ბანკში შევარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია, 9 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი – ანა დოლიძე

762
Untitled design - 2021-11-30T133516.195

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოში სასამართლო და ზოგადად სახელმწიფო სელექციურობით ხასიათდება.

აღნიშნული განცხადების საფუძველს ანა დოლიძეს დღევანდელი სასამართლო აძლევს.

„სასამართლო, ერთი მხრივ, გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს საზოგადოებისთვის საშიშ, თუმცა „პრივილეგირებულ“ პატიმარს, ზურაბ ზვიადაურს, მეორე მხრივ, კი 9 წელი აქვს მისჯილი ლევან ზურაბიშვილს, აზარტული თამაშებით დაზარალებულ ადამიანს, რომლის ბანკში შეჭრას არც მსხვერპლი და არც ძარცვა არ მოჰყოლია“. – განაცხადა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, ზურაბ ზვიადაური გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

ფოტო: ზურაბ ზვიადაური გათავისუფლების შემდეგ ძმის საფლავზე მივიდა

პროკურატურა ზვიადაურის საქმეზე: გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, როდესაც გირაოს სანაცვლოდ ისინი გაათავისუფლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g