საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ.
ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის საეთერო დროის დათმობას ითხოვენ.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მსახიობები, მომღერლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც ხელახალ არჩევნებსა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების თავისუფლებას მოითხოვენ.