LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მამაკაცები ფეხების გაშლას ვეღარ შეძლებენ

45

მადრიდის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მამაკაცები ფეხების გაშლას ვეღარ შეძლებენ. „The local”-ის ინფორმაციით, ესპანეთის დედაქალაქის მეტროებში, ავტობუსებსა თუ მატარებლებში გაჩნდება ახალი ნიშნები, რომლებიც მადრიდელებსა თუ ქალაქის სტუმრებს ზედმეტად თავისუფლად ჯდომას აუკრძალავს. ნიშანზე გამოსახულია მამაკაცი, რომელსაც ფეხები იმდენად აქვს გაშლილი, რომ თავის სავარძელში ვეღარ ეტევა და სავარაუდოდ, გვერდით მყოფსაც აწუხებს. სხვებისთვის ხელისშემშლელ პოზაში ჯდომა კი კანონით აკრძალულია. ხელისუფლებას სურს, რომ თითოეულ მოქალაქეს სხვისი პირადი სივრცის პატივისცემისკენ მოუწოდოს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს სწორად ჯდომისკენ მამაკაცებს ნიუ-იორკსა და სიეტლშიც მოუწოდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები