LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება მკაცრად გაკონტროლდება – კალაძე

124
121766571-3006566266112019-5091138319123728622-o-2020-10-18-06-59-42-236202

ხვალიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რაც შეეხება რეგულაციებს, პირბადეების ტარება მკაცრად იქნება გაკონტროლებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, ავტობუსში, პირბადის გარეშე ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან.

“ხვალიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რაც შეეხება რეგულაციებს, პირბადეების ტარება მკაცრად იქნება გაკონტროლებული. თქვენ იცით, რომ პირბადის გარეშე ავტობუსში ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან, მეტროშიც ასევე მაქსიმალურად მივაწვდით ადამიანებს პირბადეებს.

ავტობუსები, რომელიც ჯანსაღია ფუნქციონირებს და უპრობლემოდ გადაადგილდება, ყველა გაშვებული გვყავს”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g