LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ორმა თანამშრომელმა, თეა კახიანმა და დავით ველიჯანაშვილმა დატოვა

154
ბუჰბუ

„საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შემდეგ, „პირველი არხი“ ორმა თანამშრომელმა – თეა კახიანმა და დავით ველიჯანაშვილმა დატოვეს.

აღნიშნული ინფორმაცია კახიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელსაც თან განცხადების ფოტოც დაურთო, სადაც ის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორს თინათინ ბერძენიშვილს მიმართავს და სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

როგორც თეა კახიანი წერს, ყველაფერი გაკეთდა, რომ არხზე თავისუფალ და ურყევი ღირებულებების მატარებელ ადამიანს ადგილის პოვნა გაუჭირდეს.

მის მიერვე გავრცელებული განცხადებიდან ისიც ირკვევა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კიდევ-ერთმა წამყვანებმა დავით ველიჯანაშვილმაც დატოვა.

„გუშინ „პირველი არხის“ სახეები, ბრენდის წარმომადგენლები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს არხისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების ბრალდებით.

არხის მიკერძოებულობაზე საჯაროდ ილაპარაკესო. ანუ მიკერძოება კი არაა პრობლემა, არამედ ამაზე საჯაროდ ლაპარაკია პრობლემა. ყველაფერი გაკეთდა, რომ არხზე ადგილის პოვნა გაუჭირდეს თავისუფალ და ურყევი ღირებულებების მატარებელ ადამიანს.

საკუთარ თავსაც მოვიაზრებ ასეთად. ასევე, არხი დატოვა დავით ველიჯანაშვილმა. ვიცი რომ არა ერთი სხვაც ან საკუთარი განცხადებით წავა ან უბრალოდ სხვადასხვა მოტივით გაუშვებენ.

სამწუხაროა-თქო რომ ვთქვა, მოვლენების არსს ვერ გამოვხატავ. თუ გადავრჩი როგორც შემოქმედებითი ადამიანი, ოდესმე აუცილებლად აღვწერ რა და როგორ მოხდა საზოგადოებრივი სახსრებით დაფინანსებულ არხზე, რომელსაც სულ რამდენიმე წლის წინ დიდი ამბიციები ჰქონდა.

შევეცდები აკადემიური ენით გადმოვცე თუ როგორ გამაზრდევინა არხმა შვილი და მერე როგორ წაართვა მას საცხოვრებელი სივრცე. ახლა ამაზე ფიქრიც კი მიჭირს“,- წერს თეა კახიანი.

„ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ უნდა გაგიშვათო..რა თქმა უნდა, ეს საქმე წავა სასამართლოში“ – ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი: „დღეს დირექტორთა საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გავეთავისუფლებინე სამსახურიდან..“

„მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი“ – „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g