LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სიგარეტს 2018 წლის 1 მაისიდან ვეღარ მოწევთ

80

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა 2018 წლის პირველი მაისიდან აიკრძალება,

აკრძალვა 1 წლით გადავადდა და 2018 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება. თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორის, გუგული მაღრაძის განცხადებით,  მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციების შედეგად აკრძალვა 1 წლით გადავადდა.

“დღეს მეორე მოსმენით გადის კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ. მთავრობასთან გვქონდა მთელი ერთთვიანი კონსულტაციები და მივედით გარკვეულ კონსენსუსამდე. ერთ წელს ვაძლევთ და 2018 წლის პირველი  მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება მოწევა. გარდა ამისა, თვითონ პარლამენტის წევრებისგან იყო შენიშვნები სადა შეფუთვის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ასევე, დავუშვით, რომ მოწევა ნებადართული იქნება კაზინოებში და სიგარბარებში, სერიოზული ლიცენზირების პირობებში”,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g