მკურნალი ექიმი ჯაბა ტყემალაძე დისბაქტერიოზის და ყაბზობის საკითხებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დისბაქტერიოზის დაძლევა „იოლი საქმე არ არის“, ხოლო პროცესის მიმდინარეობისას პაციენტებს შესაძლოა შეკრულობაც აწუხებდეთ.
„სანამ დაძლევთ კუჭ-ნაწლავის დისბაქტერიოზს ,რაც არაა იოლი საქმე, მანამდე შესაძლოა შეგაწუხოთ კუჭის შეკრულობამ. რა შეიძლება გავაკეთოთ ამ შემთხვევაში. უნდა სცადოთ პირველ რიგში, დილით უნალექო ყავა ძმრით. 75-80 გრადუსამდე გაცხელებული ცხელი წყალი უნდა დაასხათ 1 კოვზ ხსნად ყავას და ჩაამატოთ ნახევარი კოვზი ღვინის ძმარი. ეს გამოიწვევს ღვიძლის ფუნქციების, ასევე კუჭის ტონუსში მოყვანას და პერისტალტიკა მოყოჩაღდება“, – ამბობს მკურნალი ექიმი.
