LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სცენაზე ვიდექი, მეც გამიკვირდა, თმები ყალყზე დამიდგა – ნიკა მელია ბუბა კიკაბიძის მიერ ნაწილობრივ რუსულად შესრულებულ სიმღერაზე

17124
BeFunky-collage - 2020-10-29T220349.998

„სცენაზე ვიდექი, მეც გამიკვირდა. თმებიც ყალყზე დამიდგა”,- ამის შესახებ “ენმ – ძალა ერთობაშია”-ს გლდანის მაჟორიტარმა კანდიდატმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ნიკა მელია “გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია – ძალა ერ­თო­ბა­ში­ას” შემაჯამებელ შეხვედრაზე ბუბა კიკაბიძის მიერ ნაწილობრივ რუსულად შესრულებულ “თბილისოს” გამოეხმაურა და თქვა, რომ ბუბას ეს ეპატიება.

“ფონოგრამა შეეშალა ადამიანს. გულახდილად თქვა თავად ბატონმა ბუბამ, შემეშალაო ინერვიულა. აღიარა ადამიანმა. აშკარად არ იყო დაგეგმილი. ბუბა კიკაბიძეს ეს ეპატიება”,- აღნიშნა ნიკა მელიამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” პარტიული სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ წინასაარჩევნო შემაჯამებელ აქციაზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს სიმღერა “თბილისოს” ნაწილი რუსულად იმღერა.

ორი კუპლეტი „თბილისო“ რუსულად იმიტომ ვიმღერე, რომ გაეგოთ რუსებს როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ – ბუბა კიკაბიძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g