LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სცენის დედოფალი – რიტა ორამ კაბების ფეიერვერკი მოაწყო და სცენაზე 11-ჯერ გამოიცვალა

155
სცენის დედოფალი - რიტა ორამ კაბების ფეიერვერკი მოაწყო და სცენაზე 11-ჯერ გამოიცვალა

კვირას ვარსკვლავებით გადაჭედილ Manchester Co-Op Live Arena-ზე რიტა ორამ წამყვანის ამპლუა მოირგო. 33 წლის მომღერალი პირველი მუსიკოსია, რომელმაც ევროპულ დაჯილდოებას MTV EMA-ს მესამედ უმასპინძლა. ორამ ყველა რეკორდი მოხსნა, როცა სცენაზე 11-ჯერ გამოიცვალა და სხვადასხვა ვარცხნილობასა მოირგო.

რიტა ორას კოსტიუმებში იყო ყველა დეტალი, რაც სცენას ასე ძალიან უხდება. პირველად ის ნახევრად შიშველი სხეულითა და გამჭვირვალე, თვლებით გაფორმებული მოსაცმლით გამოვიდა, ამას მოჰყვა ვერცხლისფერი ტოპი და შარვალი ხელთათმანებით, ასევე ხავერდის კაბა ულამაზესი ატლასის ქვედაბოლოთი, ბორდოსფერი კაბა ბუმბულებით, ტანზე მომდგარი ჭრელი ბოდე აფრიკული ნაწნავების კომბინაციით, კლასიკური შავი პიჯაკი, კაბა ლეოპარდის პრინტით, ზოლებიანი წითელი ორეული და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები