LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სჭირდება თუ არა Android-ს ანტივირუსი?

116

უამრავი ადამიანი Android-ის სმარტფონში გაურკვეველი წარმომავლობის უფასო ანტივირუსებს აინსტალირებს და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, სმარტფონის შენელებულ მუშაობას უჩივის. სჭირდება თუ არა ანტივირუსი Android-ის გაჯეტებს? პასუხი ერთმნიშვნელოვნია – არა.

Android-ის ოპერაციული სისტემა ავტომატურად მომუშავე აპლიკაციებით, მომხმარებლის ნებართვის გარეშე არ ვირუსდება. ერთადერთი ფორმულა იმისათვის, რომ არ ჰქონდეს სმარტფონს გაურკვეველი სახის ფონური (background) აპლიკაციები, საჭიროა ცოტაოდენი დაკვირვება აპლიკაციის დაყენებისას.

რჩევები, რომელიც სმარტფონის წარმადობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ:

  • არასოდეს დააყენოთ გაურკვეველი სახის აპლიკაციები, რომლებიც ავტომატურად გეხსნებათ მარკეტში ან იწერება Download-ს საქაღალდეში.
  • დაინსტალირების შემთხვევაში არასოდეს მიანიჭოთ მათ დამატებითი უფლებები (ფონურ რეჟიმში მუშაობისა ან ფოტო/ვიდეო მასალებთან წვდომის)
  • არასოდეს დააინსტალიროთ აპლიკაციები, რომელიც შეიცავს რეკლამებს და სხვადასხვა სახის შემოთავაზებებს ფასიანი სერვისებიდან.
  • ჩართეთ Setting-ებიდან Verify App გრაფაში ყველა ბრძანება.

ამ შემთხვევაში ანტივირუსი, რომელიც ვითომ რაღაცას აკონტროლებს – საჭირო არაა. იგი მხოლოდ და მხოლოდ აკვირდება ყველა სახის პროცესს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ანელებს სმარტფონის მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები