”საქართველოს ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისათვის სრულიად ახალი პლასტიკური ბარათ- sCool card-ი შექმნა. როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, sCool Card-ი უნიკალური პლასტიკური სადებეტო ბარათია, რომელსაც უკონტაქტო ფუნქციაც აქვს. sCool card-ის აღება მოსწავლეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ. ბარათის მოქმედების ვადა სკოლის მოსწავლის ასაკიდან გამომდინარე განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ sCool Card-ს აქვს მრავალმხრივი უპირატესობა როგორც მოსწავლისთვის, ასევე მშობლისთვის.
როგორც ბანკში აცხადებენ, თბილისის სკოლის მოსწავლეები ექსკლუზიურად sCool Card-ით უფასოდ იმგზავრებენ დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტით- მეტროში, ავტობუსსა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე. sCool Card-ით ასევე შესაძლებელია გადახდა სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, სუპერმარკეტსა თუ წიგნის მაღაზიაში. ამასთან, ბარათის მფლობელები გადახდისა და განაღდების თითოეული ოპერაციის შესრულებისას, ისარგებლებენ ფასდაკლებებით და დაერიცხებათ sCool-ები. დაგროვილი sCool-ების გადაცვლას შეძლებენ როგორც მობილურის ბალანსზე, ასევე უახლოეს მომავალში სხვადასხვა სასურველ ნივთსა თუ მომსახურებაზე.
”სკოლის მოსწავლეები ადრეული ასაკიდანვე შეძლებენ, ისწავლონ თანამედროვე საბანკო პროდუქტებით სარგებლობა, ფულის რაციონალურად ხარჯვა და შეიძინონ ახალი უნარ ჩვევები. ყოველივე ამისთვის, კი ”საქართველოს ბანკი” მოსწავლეებს დამატებით sCool Card-ის სკოლის სპეციალურ ტრენინგებსაც შესთავაზებს. თავის მხრივ, მშობელს შესაძლებლობა აქვს, შვილს აღარ გაატანოს სკოლაში ნაღდი ფული; გააკონტროლოს დღის განმავლობაში ბავშვის მიერ დახარჯული თანხის მიზნობრიობა და ოდენობა, მიღებული SMS-ების საშუალებით. ასევე, სურვილისამებრ თავად განსაზღვროს sCool Card-იდან ნაღდი თანხის გატანის შესაძლებლობა ან გადახდისა და განაღდების ყოველდღიური ლიმიტი”, – განმარტეს ”საქართველოს ბანკში”.