LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სძულს და თან აღფრთოვანებულია მისით – მტკიცებულებები, რომ ნიკოლა პელტცი ვიქტორია ბექჰემს ჰბაძავს – უახლესი დეტალები

1180
page

ბექჰემებსა და მათ შვილსა და რძალს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. ბრუკლინ და ნიკოლა პელტცებმა ხელმეორედ იქორწინეს და ქორწილში დევიდ და ვიქტორია ბექჰემები არ დაპატიჟეს. ცერემონიალზე არ იყვნენ არც ბრუკლინი და-ძმა, რომეო, კრუზი და ჰარპერი.

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების პასუხი „უძღებ შვილს“, რომელმაც ისინი ქორწილში არ დაპატიჟა – წყვილი ფოტოებს ავრცელებს

„ნიკოლა პელტცის საბოლოო ტრიუმფი და მზერა, რომელიც ყველაფერს ამბობს“ – პატარძალმა ქორწილში დედის ვინტაჟური კაბა მოირგო

ყოველივე ამის ფონზე, მედიაში წერენ, რომ ნიკოლას ერთდროულად სძულს და აღფრთოვანებულია დედამთილით და მას მთელი ამ წლების განმავლობაში ჰბაძავს.

წყაროს ცნობით, ცერემონია ძალიან ჰგავდა 2006 წელს, ვიქტორიასა და დევიდ ბექჰემების მიერ „ფიცის განახლების“ ცერემონიალს.

ბევრი თვლის, რომ ნიკოლასა და ბრუკლინს არაერთხელ გაუმეორებია ვიქტორიასა და დევიდის სტილი და ამას მოწმობს ფოტომასალაც.

ბრუკლინ ბექჰემმა მამის საკულტო „ლუქი“ გაიმეორა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები