LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Seat-მა თავისი უპილოტოს პირველი გამოსახულება გაავრცელა

car

საავტომობილო ინდუსტრიის ყველაზე დიდ გამოფენაზე Mobile World Congress კომპანია Seat უპილოტო ავტომობილის პირველ კონცეპტს წარადგენს.

უპილოტოს შექმნა კი მასშტაბური პროექტის 5G Barcelona-ს ნაწილია, რომლის მიზანიც ევროპაში თანამედროვე ტექნოლოგიების კიდევ უფრო მეტად გავრცელებაა. ახალი ავტომობილიც სუპერ თანამედროვე იქნება და სხვა ავტომობილებთან თუ ინფრასტრუქტურასთან დამოუკიდებლად იკონტაქტებს. რაც შეეხება კონცეპტის დატესტვის ვადებს – ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მწარმოებელმა ელექტრონული სკუტერი eXS წარადგინა. ტრანსპორტს ერთი დამუხტვით 25 კმ-ს გავლა შეეძლო, მის სრულ დამუხტვას კი 3,5 საათი სჭირდებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები