LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სებ: ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის ბოლოს დაუახლოვდება

72

მიმდინარე პროგნოზით ინფლაცია მომდევნო კვარტლებში დაბალ დონეზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის ბოლოს დაუახლოვდება.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და 1.1% შეადგინა. აღნიშნული დიდწილად, ინფლაციური მოლოდინების შემცირებითა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის და სურსათის შემცირებული ფასების მოსალოდნელზე მეტად გადმოცემით არის განპირობებული. ინფლაციის მაჩვენებლის კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე, საბაზო ეფექტის ამოწურვას. ფასებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს სუსტი ერთობლივი მოთხოვნა.

საგარეო მოთხოვნა კვლავ სუსტია, შედეგად, წლის პირველ ნახევარში ექსპორტის კლებამ წლიურად 12% შეადგინა. შიდა და საგარეო ინვესტიციების გააქტიურების შედეგად გაიზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, თუმცა საგარეო ფაქტორების გამო იგი კვლავ პოტენციური დონის ქვემოთ რჩება.

როგორც სებ-ში აცხადებენ, რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი გაურკვევლობის ფონზე გაზრდილია პროგნოზის რისკები.

”ეროვნული ბანკი ასევე ყურადღებით აკვირდება მონეტარული პოლიტიკის გავლენას ფინანსურ ბაზრებზე. ყველა აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის შემდგომი ტემპი დამოკიდებული იქნება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესზე, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შესაძლო რეალიზაციასა და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საქართველოს ეკონომიკაზე შოკების გადმოცემის სიდიდეზე” – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე შეემცირებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g