LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თანამდებობას ტოვებს

118
შალვა მხატრიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, შალვა მხატრიშვილი თანამდებობას ტოვებს.

როგორც ის Facebook-ზე წერს, საქმიანობას ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში გააგრძელებს.

„მეგობრებო, 12 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ვტოვებ ჩემს თანამდებობას ეროვნულ ბანკში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ეროვნულ ბანკზე ფიქრის შემდეგ, ძალიან რთულია ჩემი თითოეული თანამშრომლის და მათთან ერთად გაკეთებული საქმის დატოვება.

ცხადია, ვრჩები ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური გაძლიერების გულშემატკივარი, ამჯერად შორიდან. მოღვაწეობას გავაგრძელებ საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ვაშინგტონში, კვლავ მაკროეკონომიკის მიმართულებით“, – წერს მხატრიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g