სელენა გომესმა ბრენდ Puma-სთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ვარსკვლავმა კომენტარი „ინსტაგრამზე“ თავად გააკეთა, როდესაც სარეკლამო კამპანიიდან ფოტო გააზიარა.
აღსანიშნავია, რომ სელენას ბოიფრნდი, The Weeknd, მარკასთან უკვე თანამშრომლობს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, გომესისა და ბრენდის კონტრაქტი 30 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
Puma-ს ბრენდ-მენეჯერის, ადამ პეტრიკის განცხადებით, სელენა, ისე როგორც სხვა არავინ ყველა იმ ღირებულების გამოხატულებაა, რომლის პროპაგანდასაც ბრენდი ეწევა.
