LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესმა ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა

100

სელენა გომესმა ჟურნალ „ბილბორდთან“ ინტერვიუში დაადასტურა, რომ აქვს მძიმე დაავადება სისტემური წითელი მგლურა, რის გამოც ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება დასჭირდა. მისი ავადმყოფობის შესახებ ხმები 2013 წელს გავრცელდა, როდესაც გომესმა საკუთარი ტურნე გადადო. მომღერალმა დაადასტურა, რომ იმ დროს ნამდვილად საავადმყოფოში იწვა, თუმცა მისმა წარმომადგენელმა პრესას განუცხადა, რომ გომესი „ემოციურ სიძნელეებს“ განიცდიდა, რამაც ჭორები და მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

„ხალხი ჩემზე საშინელებებს ლაპარაკობდა. შვიდი წლიდან ვმუშაობ, 17 წლის ასაკიდან UNICEF-ის ელჩი ვარ. ის, რომ ტაბლოიდების ისტორიის გმირი გავხდი, ძალიან სამწუხარო იყო, თუმცა ჩემი მისამართით წამოსულმა სიძულვილმა მოტივაცია მომცა,“ – ამბობს სელენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g