LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელფი Ad Black Sea-ს პარტნიორია

441
სელფი

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოში 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, რეგიონში უმსხვილესი კრეატიული ფესტივალის Ad Black Sea უკვე ტრადიციული პარტნიორია.

ფესტივალი ბათუმში სამი დღის განმავლობაში, 12-15 სექტემბერს გაიმართება.

Ad Black Sea 2024-ს 1300-ზე მეტი მონაწილე ეყოლება, რომელთაც წელსაც ექნებათ შესაძლებლობა მოუსმინონ მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, დაესწრონ ვორკშოპებს და გასართობ ღონისძიებებს.

ისევე როგორც გასულ წლებში, ფესტივალის მთავარი მოვლენა რეკლამის კონკურსი და მისი გამარჯვებულების გამოვლენაა. წელს ფესტივალზე ქართველი და უცხოელი კონკურსანტები 13 ნომინაციაში წარდგებიან. სელფის მხარდაჭერით, ფესტივალის სტუმრებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, სპეციალურად მოწყობილ სტენდთან, გაეცნონ გადარჩეულ, ე.წ. „შორთ ლისტში“ მოხვედრილ ყველა საკონკურსო ნამუშევარს.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ გამომსვლელებს შორის მრავლად არიან კრეატიული ინდუსტრიის ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომელთა მიერ შექმნილი სარეკლამო კამპანიები მიიჩნევა სფეროს საუკეთესო მაგალითებად. ფესტივალზე გამომსვლელებს შორის არიან შესანიშნავი ქართველი არტისტებიც: ეთერი ჭკადუა, ნიკა მაჩაიძე, მიშიკო სულაკაური.

ფესტივალის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g