LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

604
სელფი მობაილი

სელფი მობაილი ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული გოგოებისა და ქალებისთვის ღონისძიების პარტნიორია – 11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეს, „STEAM-ის დღე 2026“ გაიმართება.

ღონისძიება მიზნად ისახავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის (STEAM) სფეროებში ქალებისა და გოგოების ჩართულობისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ერთ სივრცეში გაერთიანდებიან ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალები, ახალგაზრდა პროფესიონალები და სტუდენტები გამოცდილების გასაზიარებლად, შთაგონების მისაღებად და ახალი პროფესიული შესაძლებლობების შესაქმნელად.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა:

  • საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული ქალების გამოსვლები
  • ვორქშოპები და მასტერკლასები
  • ინტელექტუალური და სახალისო თამაშები
  • ნეთვორქინგის სივრცე.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ტექნოლოგიებში ინკლუზიურობას, ახალგაზრდების ჩართულობასა და, მთლიანობაში, ქვეყნის ტექნოლოგიების ეკოსისტემის გაძლიერებას ემსახურება. გვჯერა, რომ მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია და ამ მიმართულებით ახალგაზრდების განათლება კი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარი“, – აცხადებენ სელფი მობაილში.

(R)

magti 5g