LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელფი მობაილი eCommerce Day Georgia 2025-ის პარტნიორია

629
სელფი მობაილი

სელფი მობაილი ყოველწლიური კონფერენციის – eCommerce Day Georgia 2025-ის პარტნიორია.

ღონისძიება 31 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება და ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს, სტარტაპებსა და ტექნოლოგიურ ლიდერებს.

სელფი მობაილი, ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომ კომპანია საქართველოში, ორიენტირებულია ციფრული ეკოსისტემის განვითარებაზე და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ქვეყნის ციფრული ეკონომიკის გაძლიერებასა და ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს.

პარტნიორობით სელფი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარ მისიას, გააერთიანოს ინოვაციები, ცოდნა და ადამიანები, რომლებიც ქმნიან მომავალს. eCommerce Day Georgia არის ის პლატფორმა, სადაც ბიზნესები, სტარტაპები და ტექნოლოგიური კომპანიები გამოცდილებას აზიარებენ და ერთობლივად აყალიბებენ საქართველოს, როგორც რეგიონულ ჰაბს ელექტრონული კომერციის მიმართულებით.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g