LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

617
სელფი მობაილი

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოში 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, განაგრძობს მომსახურების გაუმჯობესებას და უკეთესი გამოცდილებისთვის მოწინავე 5G ტექნოლოგიის დანერგვას ქვეყნის მასშტაბით. ამიერიდან სელფი მობაილის 5G უკვე ხელმისაწვდომია თბილისშიც.

უფრო ადრე სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში (ბათუმი, ქობულეთი, გონიო, კვარიათი, შეკვეთილი) სამეგრელოსა (ზუგდიდი) და პოპულარულ მთის კურორტებზე (გუდაური და ბაკურიანი).

5G-ში მობილური ინტერნეტის სიჩქარე 4G/LTE ქსელისაზე 10-ჯერ უფრო სწრაფია და განაპირობებს ინტერნეტით სარგებლობის უკეთეს გამოცდილებას. 5G ტექნოლოგიის დანერგვა საკვანძოა საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვისაც.

სელფი მობაილი პირველი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელმაც შეიძინა 5G-ის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეებით სარგებლობის ლიცენზია და 5G ინტერნეტი საპილოტე რეჟიმში 2023 წლის 21 ნოემბერს ჩართო.

სელფი მობაილი 5G ქსელს ნერგავს მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის Nokia-ს უახლესი ტექნოლოგიით და ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით.

5G-ს შესახებ პრაქტიკულ კითხვებზე პასუხებისთვის გადადი ბმულზე.

უკეთესი გამოცდილებისთვის ინტერნეტ პაკეტების ასარჩევად დააწკაპუნე აქ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g