LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელფი მობაილის მხარდაჭერით საქართველოში NASA Space Apps Challenge 2023 ტარდება

689
space-apps_50

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის, NASA Space Apps Challenge -ის ადგილობრივი კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია. წელს ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად 100-ზე მეტი განაცხადი შევიდა, რომელთაგან 30 გუნდი შეირჩა. ორი დღის განმავლობაში, 7-8 ოქტომბერს, მონაწილეები იმუშავებენ NASA -ს მიერ დადგენილი გამოწვევების გადაწყვეტაზე და საკუთარ იდეებსა და პროექტების პროტოტიპებს ჟიურის წინაშე წარადგენენ. პრიზების გარდა, გამარჯვებულებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი პროექტი NASA Space Apps Challenge-ის საერთაშორისო კონკურსზე წარადგინონ. აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის მიმდინარეობისას მონაწილეები დაესწრებიან თემატურ ვორქშოფებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მონაცემთა მეცნიერება, პროტოტიპირება, UI/UX დიზაინი, მონაცემთა ვიზუალიზაცია, სთორითელინგი, ასტროფოტოგრაფია და სხვა.

NASA Space Apps Challenge ყოველწლური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებს ინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ.

NASA Space Apps Challenge 2023 -ის ორგანიზატორები არიან  სტარტაპ ბიურო და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g