LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი, 2026

686
სელფი მობაილი

სელფი მობაილი აგრძელებს ქსელის უწყვეტ განვითარებასა და განახლებას, რათა მომხმარებელს, მთელს საქართველოში, კიდევ უფრო გაუმჯობესებული გამოცდილება შესთავაზოს.

მხოლოდ დეკემბერში 11 ახალი სადგური აღიმართა და ამ გაფართოებამ მოიცვა არაერთი რეგიონი: ზღვისპირა, მთიანი და დედაქალაქი.

თბილისში ბოლო ერთ თვეში ახალი სიხშირის აქტივაციის შედეგად, მომხმარებლებისთვის საგრძნობლად გაუმჯობესდა მობილური ინტერნეტის ხარისხი, ყოველდღიურ გამოყენებაში:

  • ინტერნეტის საშუალო სიჩქარე გაიზარდა 30%-ით
  • კავშირი გახდა ბევრად უფრო სტაბილური
  • თითქმის 30%-ით შემცირდა დაყოვნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრად უფრო სწრაფად ხდება ატვირთვა/ჩამოტვირთვა და დაკავშირება.

ეს განახლებები აისახება ისეთ ყოველდღიურ აქტივობებზე, როგორებიცაა ვებგვერდების დათვალიერება, ვიდეოზარები, ონლაინ სტრიმინგი, გეიმინგი და სხვა.

სელფი მობაილისთვის ქსელის განვითარებაზე ზრუნვა უპირატესია, მომხმარებლების გამოცდილების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g