სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც 1.3 მლნ მომხმარებელზე მეტს ემსახურება, დიზაინის პირველი საერთაშორისო ფესტივალის – Tbilisi Design Festival 2024 მხარდამჭერია.
ერთდღიანი ფესტივალი, AD Black Sea-ს ფარგლებში, პირველ მაისს თბილისში ტარდება და სრულად დიზაინის ინდუსტრიას ეძღვნება.
ფესტივალზე გაიმართება პანელური დისკუსიები, ვორქშოპები, სიტყვით გამოსვლები, რომელსაც გაუძღვებიან ინდუსტრიის წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები.
თბილისს, ფესტივალის ფარგლებში, ორი გრემის მფლობელი, ავსტრალიელი გრაფიკოს-დიზაინერი სტეფან ზაგმაისტერი ეწვევა, რომელიც აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებასა და ინდუსტრიის ტენდენციებზე გაესაუბრება.
2015 წლიდან დღემდე, AD Black Sea ფესტივალს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის და რეგიონის კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაში და პოპულარიზაციაში. საგანმანათლებლო პლატფორმასთან ერთად, ფესტივალზე ყოველწლიურად იმართება სარეკლამო ინდუსტრიის კონკურსი.
სელფისა და AD Black Sea-ს თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. სელფი, როგორც ინოვაციაზე და ტექნოლოგიური მიღწევების გავრცელებაზე ორიენტირებული ბრენდი, გვერდში უდგება ადგილობრივ წამოწყებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ქვეყანაში ნოვატორული მიდგომებისა და ახალი ინდუსტრიული ტრენდების დანერგვას.
(R)