ამ დღეებში, ინტერნეტში სელფის ახალი, „ექსტრემალური“ სახეობა გამოჩნდა: სულ უფრო მეტი მომხმარებელი აზიარებს ფოტოს, რომელიც ხელიდან გაშვებული ტელეფონით არის გადაღებული.
პირველმა ასეთი ტიპის ფოტო მომხმარებელმა სახელად სეტ შნაიდერმა გააზიარა. „დღეს ვამაყობ საკუთარი თავით. გამომივიდა და ჩემს თავს 5-იანს ვუწერ“, – მიაწერა მან ფოტოს. მისმა პოსტმა უამრავი „მოწონება“ დაიმსახურა და ახალ ფოტოტრენდსაც დაუდო საფუძველი.
იმისათვის, რომ ასეთი შინაარსის ფოტო გადაიღოთ, საჭიროა კამერა ტაიმერზე დააყენოთ, ხოლო ტელეფონს ხელი გაუშვათ. თუმცა არსებობს ერთი ნიუანსი: ყველას არ შეუძლია ამის შემდეგ საკუთარი სმარტფონის დაჭერა.
I have successfully taken a picture of me high fiving myself. I need to get out more
A photo posted by Seth Schneider (@tosubuck) on
TOOK A PIC OF ME DABBING 😱#DABBING #selfieolymipics
A photo posted by Javorus (@jmoore_98) on