LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემ მენდესმა ,,ბითლზის” წევრების როლებზე მისი კანდიდატები დაასახელა

165
428606445_389814563669467_779371478890954993_n

თებერვალში, სემ მენდესმა ,,ბითლზის” თითოელ წევრზე ფილმის გადაღების შესახებ განაცხადა. ამ დღეებში, ბრიტანელ რეჟისორთან დაახლოებულმა წყარომ ტაბლოიდებთან საუბრისას აღნიშნა, რომ 58 წლის ფილმმეიკერმა ,,ლივერპულელი ოთხეულის” როლებზე მისი კანდიდატები გამოავლინა.

ვიდეო: სემ მენდესი The Beatles-ის თითოეულ წევრის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს

გავრცელებული ინფორმაციით, სურათებში ჯონ ლენონს – ჰარის დიკინსონი , პოლ მაკკარტნის – პოლ მესკალი, რინგო სტარს – ბარი კეოგენი, ჯორჯ ჰარისონს კი, ჩარლი როუ განასახიერებენ.

ცნობილია, რომ 4 ბიოპიკში, რომელთა პრემიერა 2027 წელს იგეგმება, ჯონ ლენონის, პოლ მაკკარტნის, რინგო სტარისა და ჯორჯ ჰარისონის ერთმანეთთან დაკავშირებულ ისტორიებს ვიხილავთ.

ცნობისთვის, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის შესახებ ფილმები აქამდეც გადაღებულა, თუმცა საგულისხმოა, რომ მომავალი პროექტი ოთხი იქნება და არა – ერთი, რაც ინტერესს მათ მიმართ კიდევ უფრო ამძაფრებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები