სემ სმიტი და კრისტიან კოუენი ოფიციალურად დაინიშნნენ.
34 წლის არტისტმა ინფორმაცია 32 წლის დიზაინერთან ნიშნობის შესახებ, The New York Times-თან ინტერვიუში, თავად დაადასტურა.
ამ სიახლესთან ერთად შემსრულებელმა აღიარა, რომ ახალი ალბომი, რომელსაც 21 აგვისტოს გამოუშვებს, საქმროსთან ურთიერთობით არის შთაგონებული.
მუსიკოსის მომავალი მუსიკალური პროექტის სახელწოდება, Hazel Eyes გახლავთ, რაც უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირ მიანიშნებს მისი საქმროს თვალის ფერზე.
მომღერლის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მან სიმღერები ორმხრივ და ბედნიერ სიყვარულზე დაწერა.
საგულისხმოა, რომ სემ სმიტი საყვარელი ადამიანის გამო საცხოვრებლად ინგლისიდან – ნიუ-იორკშიც კი გადავიდა.

ცნობისთვის, წყვილი ერთმანეთს სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა.