LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემ სმიტმა მორიგი ალბომი დააანონსა და ახალი სიმღერა გამოუშვა (აუდიო)

81

სემ სმიტმა თაყვანისმცემლებს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. მუსიკოსმა ახალი ალბომი „The Thrill Of It All“ დააანონსა, პარალელურად კი ახალი სიმღერა „Pray“ გამოაქვეყნა, რომლის ჩაწერაშიც ცნობილი პროდიუსერი ტიმბალენდი მონაწილეობდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ სიახლეს გიზიარებთ… ჩემი ახალი ალბომი 3 ნოემბერს გამოვა“, – დაწერა სემმა „ინსტაგრამზე“.

ცნობილია, რომ დისკი 10 სიმღერისგან იქნება შემდგარი, ერთ-ერთი მათგანი სწორედ „Pray“ იქნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სემ სმიტი პაპარაცებმა მის ბოიფრენდთან პაემნის დროს დააფიქსირეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები