წარმატებული კარიერის მოწყობის შემდეგ, სემ სმიტი პირადი ცხოვრების დალაგებასაც გეგმავს: 25 წლის ვარსკვლავი მსახიობ ბრენდონ ფლინს ხვდება, ახალ ინტერვიუში კი მან აღიარა, რომ შვილები სურს.
„რა თქმა უნდა, მსურს, ოდესმე გავხდე მამა, მაგრამ მანამდე ძაღლს ვიყოლიებ“, – განაცხადა მომღერალმა The Sun-თან ინტერვიუში.
სმიტმა ბოიფრენდზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტნიორი სრულებით უგებს მას გადატვირთული რეჟიმის გამო და ამის გამო მათ ცხოვრებაში პრობლემა არ იქმნება.