LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკი გაზის აფეთქებაზე – თუ საქმე გვაქვს შეცდომასთან ეს არის ადამიანური შეცდომა

collage

“თუ საქმე გვაქვს შეცომასთან ეს არის ადამიანური შეცდომა. ერთ-ერთ მათგანი 40 წელის მუშაობდა თბილგაზში, მეორე 6 წელია მუშაობდა ყაზტრანსგაზში, ორივე ავარიული ბრიგადის თანამშრომლები არიან და არანაირი პრობლემა ადრე მათ საქმიანობაში არ ყოფილა“ – ამის შესახებ  სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ  „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით,  “ყაზტრანსგაზის” ქმედებაში სისტემური პრობლემა არ გამოვლინდა.

„აქ სისტემური პრობლემა ვერ დავინახეთ, რადგან გავიდნენ და შეამოწმეს, პრობლემა იყო, რატომ არ გადაკეტეს ცენტრალური მილი იმისათვის რომ დაეცვათ კორპუსის უსაფრთხოება. თუ საქმე გვაქვს შეცომასთან ეს არის ადამიანური შეცდომა. ერთ-ერთ მათგანი 40 წელის მუშაობდა თბილგაზში, მეორე 6 წელია მუშაობდა ყაზტრანსგაზში, ორივე ავარიული ბრიგადის თანამშრომლები არიან და არანაირი პრობლემა ადრე მათ საქმიანობაში არ ყოფილა

საერთშორისო პრაქტიდან გამომდინარე, გაზგამანაწილებელი კომპანიების ვალდებულება წყდება წითელ ხაზებთან, შემდეგ გადის მომხარებელზე პასუხისმგებლობა“,- აღნიშნავს მილორავა. მისი თქმით, წლების განმავლობაში გაზის გაჟონვასთან ან აფეთქებასთან დაკავშირებული პრობლემები გამომდინარეობდა იქიდან, რომ მოსახლეობა თვითნებურად ამონტაჟებდა ან თიშავდა გაზგაყვანილობას. მილორავას აზრით, მოთხოვნები მომხმარებლის მხარესაც უნდა გადავიტანოთ ” – განაცხადა სემეკის თავმჯომარემ.

შეგახსენებთ, “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებს ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით წაუყენეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g