LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მდგრადი ეკონომიკის კონკურენტული პოლიტიკის შესახებ მაღალი დონის სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

136
მაია მელიქიძე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო პარიზში მიმდინარე მდგრადი ეკონომიკის კონკურენტული პოლიტიკის შესახებ მაღალი დონის სიმპოზიუმში, რომელიც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით გაიმართა.

სიმპოზიუმის ფარგლებში მაია მელიქიძემ ისაუბრა განახლებადი ენერგიების განვითარების აუცილებლობის შესახებ. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა მდგრადი ეკონომიკის ჭრილში, ენერგეტიკის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სექტორის განვითარების პერსპექტივებისა და საქართველოს პოტენციალის შესახებ.

(R)

magti 5g