„სემიტას“ სკოლა 14 წლის მოსწავლის, გიორგი ავაგუმაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და მეგობრებს.
„სემიტას” სკოლას უნიჭიერესი და კეთილშობილი მოსწავლე, 14 წლის, გიორგი ავაგუმაშვილი, გამოაკლდა.
გიო ჩვენს გულებში ყოველთვის დარჩება უსაზღვროდ განათლებულ, ჭკვიან და სითბოთი სავსე ახალგაზრდად, რომელსაც დიდი მომავალი და უამრავი ოცნება ჰქონდა…
თანავუგრძნობთ გიოს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს და ამ ურთულეს პერიოდში გამძლეობას ვუსურვებთ!“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.