სენაკი-ნოსირის გზაზე ავარია მოხდა.
როგორც „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც 1 ადამიანი დაშავდა და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.
