LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკის შუალედურ არჩევნებში “ოცნების” კანდიდატმა ხმების 96,68% მიიღო

80
ოი9

სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 96,68% ანუ 962 ხმა მოიპოვა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ცნობილია, რომ წინასწარი შედეგებით, ყურაშვილის ერთადერთმა კონკურენტმა „სოციალური სამართლიანობისთვის“ კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ, არჩევნებში ხმათა მხოლოდ 3,32% ანუ 33 ხმა მიიღო.

მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა 44,26% – 1021 ადამიანი.

„ამონაწერის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 021 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44,26%-ია. ხმების 3,32% – 33 ხმა მიიღო „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ. ხმების 96,68% – 962 ხმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა მიიღო“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

საარჩევნო უბნებზე ახლა მიმდინარეობს ტრადიციული მეთოდით ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეოგადაღება.

 

 

ცესკოს ბრიფინგი 01.10.2022

?? კენჭისყრის პროცესი დასრულდა -პირველადი წინასწარი შედეგები

#ცესკო #ცესკოსბრიფინგი

Posted by საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia on შაბათი, 01 ოქტომბერი, 2022

 

“მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიას, დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკოს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვრდზე. ხმის დათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა კი აიტვირთება „გუგლ დრაივის“ პლატფორმაზე.

კენჭისყრის დღე წარმატებით, კანონმდებლობის შესაბამისად დასრულდა. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ამომრჩევლებს აქტიურობისთვის, ასევე, მადლობას ვუხდით ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები