სენაკის საჯარო სკოლის 24 მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ სენაკის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, ბავშვების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
მოსწავლეები საავადმყოფოში ზუგდიდიდან გამოძახებული ტოქსიკოლოგის ჩასვლამდე დარჩებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.