სოფელ ხორშის გზაზე, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ამავე სოფლის მკვიდრი დაჭრა.
მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ორი მუხლით – საქართველოს სსკ-ის 117-ე ( სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა) მუხლებით მიმდინაროებს.