LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკში ახალი კოვიდკლინიკა გაიხსნა

92
FORTUNA.GE- (7)

სენაკის რეგიონში მეექვსე კოვიდკლინიკა გაიხსნა, რომელიც 40 საწოლზეა გათვლილი. კლინიკა “ლაზიკამედი” ვირუსის გართულებული ფორმის მქონე და ჰოსპიტალიზაციის საჭიროების პაციენტებს მოემსახურება.

სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გაიხსნა“,-ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, რეგიონში ამჟამად 6 კოვიდკლინიკა ფუნქციონირებს.

რეგიონში ახალი  კოვიდკლინიკა “ლაზიკამედის” გახსნით, საწოლების რაოდენობა 360-მდე გაიზარდა

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებს არსებული შეზღუდვების შედეგად რეგიონში გაუმჯობესებულ ვითარებაზე ესაუბრა და მოქალაქეებს რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდა.

,,არსებული შეზღუდვების შედეგად რეგიონში გაუმჯობესებული მდგომარეობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირებების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია ჩვენ ახალი გამოვლინებები შემცირებული გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირბადის მოხმარების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა ეს არ არის საკმარისი, პირბადის მოხმარების მაჩვენებელი 90 პროცენტამდე მაინც უნდა ავიდეს, რომ დაიწყოს შეზღუდვების შემსუბუქება, რაც ეკონომიკური კრიზის დაძლევაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ამიტომ ყველას უნდა გვქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა და დავიცვათ არსებული რეკომენდაციები“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა თორიამ .

ინფორმაციას სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები