სენაკში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი უცნობი მიზეზით, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში გადავარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.