სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
შემთხვევის შედეგად 90 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა.
რადიო „ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.