LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკში ცემენტის ქარხანა აშენდება

61

სენაკში 120 მილიონი დოლარის ღირებულების ქართულ–ჩინური საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
“ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩინეთსა და საქართველოს შორის პარტნიორობის. ჩვენ მივესალმებით ჩინეთის მხრიდან ინვესტორებს. ეს არის ასევე საქართველოს მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელსაც არაერთი საწარმო გაუკეთებია აქამდე და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს ამ პროექტში. აქ რამდენიმე ასეული ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და ბიუჯეტისთვის იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეს შემოსავლები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მიმდინარე წლის აპრილში აზიურ-აფრიკული (ქ. სიანი) ბიზნეს–მენეჯმენტის კომპანიას, ჰუალინგ ჯგუფსა და ქართულ სამშენებლო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ინვესტიციების განხორციელებისა და შ.პ.ს. ”შავი ზღვის ცემენტის“ კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც 1.5 მილიონი ტონა წლიური წარმადობის მქონე კლინკერის ცემენტის მშრალი მეთოდით მწარმოებელ ქარხანას ააშენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g