სენაკში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, რამდენიმე პირი კი დაშავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი 25 წლის იყო.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.