LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სენაკში პირადობის მოწმობების ჩამორთმევით დაკავებული ე.წ. „ძალოვანთა შტაბი“ მოქმედებს… ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, როგორ აშინებთ მოსახლეობას, მათ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გადავცემთ… “ – ანა წითლიძე

129
ანა წითლიძე

„სენაკში პირადობის მოწმობების ჩამორთმევით დაკავებული ე.წ. „ძალოვანთა შტაბი“ მოქმედებს, რომელსაც სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი ხელმძღვანელობს“ – აღნიშნული განცხადება კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ გააკეთა.

მისი თქმით სენაკში, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში არიან მხილებული პოლიციის თანამშრომლები.

ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა კონკრეტული მაღალჩინოსნები დაასახელა და შსს-ს მოუწოდა, მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება:

„სენაკში პირადობის მოწმობების ჩამორთმევით დაკავებული ე.წ. „ძალოვანთა შტაბი “ მოქმედებს, რომელსაც სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი ხელმძღვანელობს. ასევე სენაკში, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში არიან მხილებული პოლიციის თანამშრომლები:

ბადრი გოგინავა – სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, ბუთხუზი სირია – ნოსირის პოლიციის განყოფილების უფროსი, კახა ჭაავა – ზანის განყოფილების უფროსი, ასევე, მერიისა და ა(ა)იპ-ის თანამშრომლები: ბეჟან გუნია, მონიკა ვასილევა, სოსო მატახერია, დათო საჯაია, თორნიკე ჯიჯეიშვილი.

ზუგდიდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ორგანიზებას უწევს დათო შენგელია, ე.წ. „ტყის ძმების “ მეთაური, გია ყალიჩავა, პოლიციის თანამშრომელი, გიზო ვეკუა, „ოცნების “ აქტივისტი, ირაკლი ჯიქია – შსს-ს თანამშრომელი და ლაშა ვეკუა – საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

მივმართავ თითოეულ ამ ადამიანს: – ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, როგორ აშინებთ მოსახლეობას. მათ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გადავცემთ. თქვენი მცდელობების მიუხედავად, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა “ 26 ოქტომბერს სამეგრელოში და მთელ საქართველოში იქნება გამარჯვებული პარტია და თქვენ მოგიწევთ, პასუხი აგოთ თქვენს უკანონო ქმედებებზე.

მოვუწოდებ შსს-ს მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება ზემოთაღნიშნული პირების უკანონო ქმედებებზე“ – განაცხადა ანა წითლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები